Main Menu
Home
About Chess Championship
Sponsors/Partners
Organizers
Championship 2008
Events
Participants
Grand Chess Masters
Calendar
Links
Time sponsor
Sponsors
  • English
  • Georgian
  logo.jpg  Intellect Events Division

წარმოგიდგენთ:

  I.E.D.  და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთობლივად ატარებს საერთაშორისო საჭადრაკო ჩემპიონატს სახელწოდებით - ოქროს დედოფალი , რომელიც გაიმართება 1 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით. ჩემპიონატი ჩატარდება ყოველწლიურად და მას მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი.
ჩემპიონატი მოიცავს მონაწილეებს შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში:

6 – 10 წლამდე გოგონები 6 – 10 წლამდე ვაჟები
10 – 12 წლამდე გოგონები 10 – 12 წლამდე ვაჟები
12 – 14 წლამდე გოგონები 12 – 14 წლამდე ვაჟები
14 – 16 წლამდე გოგონები 14 – 16 წლამდე ვაჟები

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, თურქეთი და სხვა) მოჭადრაკეები.
ჩემპიონატის მსვლელობის დროს ჩატარდება ერთდროული თამაშის სეანსები გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით, მოეწყობა გამოფენა და სხვადასხვა სახის პიარ აქციები. ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებს უსასყიდლოდ ჩაუტარებენ ტრენინგებს მსოფლიო ჩემპიონები, დიდოსტატები – ნონა გაფრინდაშვილი და ნანა ალექსანდრია. 
ჩემპიონატის გაშუქება აქტიურად დაიწყო ტელეკომპანიების, რადიოების და გაზეთების საშუალებით, ასევე ყოველდღიურად მოიმატებს პიარ-აქციები. ჩემპიონატის ყოველი დღე გაშუქებული იქნება მასმედიის საშუალებით.
ჩემპიონატი ჩატარდება ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში.  ვერის პარკში, საასპარეზო დარბაზში, ჭადრაკის სასახლეში და შენობის ფასადზე გამოფენილი იქნება სპონსორების ბანერები. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს გადაეცემა “ოქროს დედოფალი”-ს თასი (ოქროს ელემენტებით). გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემიები, სიგელები (ოქროს და ბრინჯაოს ელემენტებით).  ჩემპიონატის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ჩემპიონატის მონაწილის ვიმპელით.  მთელ ქალაქში, თბილისში გაიკვრება ჩემპიონატის ჩატარების სარეკლამო-სამაუწყებლო პლაკატები.